თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ერთი მოწმის დაკითხვა იგეგმება. პროკურორის თქმით, ის არის 90-იან წლებში დემარკაცია-დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ უკლება. პროკურორ მიხეილ სადრაძის განმარტებით, მოწმე ბრალდების მხარის პოზიციას დაადასტურებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებას კატეგორიულად გამორიცხავს საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი. შეგახსენებთ, გამოძიება ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ედავება.