დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. მათ შორის დავით გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი, გიორგი ჭიღლაძე. მოწმემ გაიხსენა, რომ პრობლემა 2005 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩიჩხიტურის მონასტრის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს, მისი განმარტებით აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სწორედ მაშინ განუცხადეს, რომ ტერიტორია მათი იყო. წინამძღვარმა ერთ-ერთ ბრალდებულთან, ივერი მელაშვილთან შეხვედრაც გაიხსენა.