საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეთანხმების საკითხზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ადვოკატებმა მოინახულეს. მათ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება. პროცესზე ადვოკატები დაკავებულების წინააღდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, საქმეში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე პოლიტიზებულია. შესაბამისად, ისინი გეგმავენ სასამართლოს მიმართონ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობით. გარდა ამისა, მათ უკვე მიმართეს სასამართლოს თხოვნით ხვალინდელ პროცესს ბრალდებულები ფიზიკურად დაესწრონ.