დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებთან, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინასასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, პოზიციების შესათანხმებლად ადვოკატები შევიდნენ. უფლებადამცველმა ივერი მელაშვილს უკვე გააცნო საქმის სრული მასალები, მათ შორის გასაჯაროვებული ფარული ჩანაწერები. ამასთან, შეჯერდნენ ხვალინდელ სხდომაზე წარსადგენ შუამდგომლობებზეც. წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც ხვალ, 28 იანვარს 14 საათზეა ჩანიშნული და ცნობილია, რომ დაცვის მხარე, მელაშვილისა და ილიჩოვას პატიმრობიდან გათავისუფლებასა და საქმის შეწყვეტას მოითხოვს, ამასთან, ადვოკატებს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობაც ექნებათ. რაც შეეხება ნატალია ილოჩოვას, მასთან ადვოკატები რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ.