საზღვრების გახმაურებულ საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაკითხეს. სწორედ მინდია ჯანელიძეს, როგორც პრემიერის დაქვემდებარებაში არსებულ უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელს, დაავალა 2014 წელს მაშინდელმა პრემიერმა არქიმანდრიტ კირიონთან შეხვედრის შემდეგ დავით გარეჯთან და საზღვრებთან დაკავშირებით ვითარების გარკვევა. ცნობილი ხდება, რომ გამოძიებას მეორე ჩვენება მისცა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმაც, რომლის მიერ საქათველოს ფარგლებს გარეთ მოძიებული 82 წლის წინანდელი რუკა ძიების დაწყების მიზეზი ხდება. ეს ჩვენება, ისევე როგორც საქმის სხვა მასალები, დაკავებული ექსპერტ-კარტოგრაფების ხელშია.
გიორგი კობერიძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.