თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მედია-საშუალებით გავრცელებული სატელიტური ფოტოები კიდევ ერთი გამოძიების დაწყების მიზეზი ხდება.
დაკავებულია დავით ფურცხვანიძე – პირი, რომლის მიერ ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის მიწოდებული სატელიტური თანამგზავრით გადაღებული ფოტოები პროკურატურამ გაყალბებულად და დამონტაჟებულად მიიჩნია. საგამოძიებო უწყების ვერსიით, კერძო კომპანიის ხელმძღვანელ ფურხცვანიძეს ფოტოების სახით ყალბი მტკიცებულებების შექმნა მის მიერ დაარსებული კომპანიის რეკლამირებისთვის სჭირდებოდა. ამ ვერსიას პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნით ამყარებს. საქმეში ფიგურირებს დღეს დაკავებულის შვილიც. დავით ფურცხვანიძის მიერ მოპოვებული და მის მიერ 19-დან 22 ივლისამდე დათარიღებული ფოტოები სოფელ მაწევანის ტყეს ასახავს და სურათებზე ბაჩალიაშვილის მანქანა არ ფიქსირდება.
ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ დაპატიმრებას ელოდება თავად რამიშვილიც.