გურჯაანში შეხვდა მხარდამჭერებს პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი.
პროგრამის პრიორიტეტების გარდა, დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე, 28 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და მასში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.