„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბი კოსტავას № 40-ში გახსნა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, საარჩევნო შტაბში ყველა იმ ადამიანს შეუძლია მივიდეს, ვისაც სურს შეხვედრა პარტიის წარმომადგენლებთან და საუბარი პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე.