ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი კომიტეტში მიღებულ დოკუმენტს მნიშვნელოვანს უწოდებს. დავით ბაქრაძის განცხადებით, კანონპროექტი 2017 წლიდან ყოველწლიურად მტკიცდება, სადაც ხაზგასმით ფიქსირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ფინანსური დახმარება კი წლების განმავლობაში იზრდება.
დიპლომატი ამბობს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას მაღალ შეფასებას აძლევს და პირველადი პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი, რაზეც ოპოზიცია აქტიურად აპელირებს.