“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა წყალტუბოში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. დავით ბაქრაძემ ამომრჩევლებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო. კანდიდატმა წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და მოსახლეობას არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ბაქრაძემ ყურადღება წყალტუბოს პოტენციალზე და იქ არსებულ პრობლემებზე გაამახვილა და იმ გზებზე ისაუბრა, რისი მეშვეობითაც, გამარჯვების შემთხვევაში ამ კონკრეტულ დასახლებასა და ზოგადად ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორებას გეგმავს.