“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრას საჩხერეში განაგრძობს. დავით ბაქრაძის განცხადებით, მოსახლეობას წყლის, ინფრასტრუქტურისა და უმუშევრობის პრობლემა აწუხებს.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ცვლილებები მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს.