“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. დავით ბაქრაძე ამომრჩეველს აბაშაში შეხვდა. ინვესტიციები, საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების ლეგალური დასაქმება, ქართველი სტუდენტების დაფინანსება და ასევე პენსიისა და სოციალური დახმარებების გაზრდა – ამ საკითხებზე ისაუბრა კანდიდატმა მოქალაქეებთან.
დავით ბაქრაძემ შეკრებილებს მოუწოდა, იაქტიურონ, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. “ევროპული საქართველოს” კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრის მასალას, პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.