ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე თბილისის მოსახლეობას პარტიის ეკონომიკურ პროგრამას და იმ ალტერნატიულ გეგმას აცნობს, რომლის თანახმადაც, 2018 წლის ბიუჯეტში, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით, პენსიის და სოციალური დახმარებების გაზრდაა შესაძლებელი.
დავით ბაქრაძე საკრებულოს წევრთან, ელენე ოზაშვილთან ერთად, ჯუნა გოდიშვილის ოჯახს ესტუმრა. თბილისში მცხოვრები ჯუნა გოდიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირი და სოციალურად დაუცველია, თუმცა 2014 წელს მედიკამენტებზე დაფინანსება შეუწყვიტეს, 2016 წელს კი, მთლიანად მოუხსნეს სოციალური დახმარება.
ევროპული საქართველოს ლიდერის განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით ბიუჯეტში მილიარდ ოთხას თვრამეტი მილიონი ლარის დაზოგვაა შესაძლებელია, რაც შესაძლოა, რომ სოციალურ პროექტებს მოხმარდეს.