დავით ბაქრაძე სენაკის მოსახლეობას შეხვდა

 “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სენაკის მოსახლეობას შეხვდა. საუბარი შეეხო უმუშევრობას, პენსიას, სოციალურ დახმარებებსა და წყლის პრობლემას. დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც უცხოეთში ქართველების ლეგალურ დასაქმებას, სტუდენტების დაფინანსებასა და პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.