პარტიის ეკონომიკურ გეგმას აცნობს რეგიონებში მოსახლეობას ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე. გორში საკრებულოს წევრებთან ერთად ბაქრაძე ინდ. მეწარმეებს შეხვდა და მისი გუნდის პროგრამა გააცნო, რომელიც 2018 წელს მთავრობის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას გულისხმობს.
გეგმის ამოქმედებით, პენსიის ზრდასთან და სხვა სოციალური პროექტების განხორციელებასთან ერთად, შესაძლებელი იქნება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.