„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან შეხვედრა დღეს სპორტის სასახლეში გამართა.
დავით ბაქრაძემ წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორისაა, რაშიც მას „ნაციონალური მოძრაობა“ ეხმარება. მისი თქმით, პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ ხელისუფლებას არ უნდა მისცეს საშუალება, მისით ხალხი შეაშინოს.