ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს ქუთაისში შეხვდა. დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.
მოამბე