მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მცხოვრები ხანდაზმულები, მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონზე საუბრობენ. მოსახლეობასთან სასაუბროდ ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ჩავიდა. დავით ბაქრაძესთან საუბარში მოხუცები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და მედიკამენტებზეც არ ყოფნით.
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სოფელ გაჭედილის პენსიონერებს საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.