დავით ბაქრაძე ბათუმში მხარდამჭერებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ბათუმში მხარდამჭერებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება არა კაბინეტის, არამედ ხალხის პრეზიდენტი და ცვლილებებიც მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს.