დავით არახამიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. როგორც დავით არახამია აცხადებს, მისთვის მიუღებელია პარტიის გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ყოფილი თანაგუნდელის პოზიცია მათთვის უკვე ცნობილი იყო და მის გადაწყვეტილებაში ხელისუფლების გავლენებს ხედავენ.

ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ აბსურდულს უწოდებენ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ „ევროპული საქართველო“ ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ღურწკაიამ, მანამადე კი გორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და რამდენიმე აქტივისტმა დატოვეს.