სტრასბურგში ქართველი პიანისტის დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მხარდაჭერით შედგა.
სტრასბურგის ცენტრში მდებარე საკათედრო ტაძარში გამართულ საღამოს ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საფრანგეთის ქართული დიასპორის წევრები ესწრებოდნენ.