მცხეთის რაიონის სოფელ ახალუბანში მდებარე 10-მდე საცხოვრებელი სახლი ყოველდღიურად იტბორება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ლემონჯავების ოჯახი, რომელსაც დაბზარული კედლების და პირველი სართულის სრულად დატბორვის გამო, სიცოცხლისთვის სარისკო პირობებში უწევს ცხოვრება.
შექმნილი პრობლემის მიზეზი სოფლის სარწყავი არხია, რომელსაც უკვე სამი წელია, რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები კიდევ ერთ წელს უნდა გაგრძელდეს.
დაზარალებულები კომპენსაციებს ან ახალ საცხოვრებელ ფართებს ითხოვენ.