აქცია მცხეთაში

მცხეთაში, არმაზის ქუჩის მცხოვრებლებმა გზის მოწესრიგების და დაწყებული სამუშაოების დასრულების მოთხოვნით აქცია გამართეს. მათ გზის სავალი ნაწილიც გადაკეტეს. შეკრებილების განცხადებით გზა დაახლოებით ექვსი თვის წინ გადათხარეს, თუმცა პროცესი დღემდე არ დასრულებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მერიის წარმომადგენლები. მათი თქმით, დაქირავებული კომპანია სამუშაოების ნელი ტემპით შესრულებისთვის უკვე დაჯარიმდა. რაც შეეხება პროცესს, საგზაო სამუშაოების ნაწილი მიმდინარე კვირაში დასრულდება.

დატოვე კომენტარი