ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021

მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმი ის მთავარი თემაა, რომლის მოგვარებას მცხეთელები მომავალი მერისგან ელოდებიან.

„მოამბე“ რეგიონებიდან წინასაარჩევნო რეპორტაჟების ციკლს ისტორიული ქალაქით ასრულებს. მცხეთის მოსახლეობას განაშენიანების საკითხის გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აწუხებთ, ასევე აინტერესებთ, როდის მიენიჭება მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ადგილობრივების მოთხოვნაა სასმელი წყლით მომარაგება და გზების მოწესრიგებაც.

მარიკა შალიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე არკვევდნენ, რა მოლოდინები აქვთ მცხეთელებს მომავალი მერის მიმართ.