სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა.
88 წლის დათა ვანიშვილი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. მას ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავს. გარდაცვლილის ნათესავებმა მისამძიმრება შორიდან, მავთულხლართების მეორე მხრიდან შეძლეს. დათა ვანიშვილის საცხოვრებელ სახლთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართები 2011 წელს აღმართეს, რის გამოც, მისი სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ხაზთან ჩასვლისას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უცხოელი ოფიციალური სტუმრები ყოველთვის ხვდებოდნენ დათა ვანიშვილს, რომელიც მათ რუსული ოკუპაციის შესახებ ესაუბრებოდა.