დასკვნა გუდაურის ინციდენტზე

გუდაურში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა საბაგიროს ოპერატორის შეცდომამ გამოიწვია – ასეთია წინასწარი დასკვნის შინაარსი.

გამოძიება გრძელდება. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული დასკვნის მიხედვით, ძაბვის ვარდნის შემდეგ ოპერატორმა საბაგირო სისტემა გენერატორის რეჟიმზე არ გადართო და ინსტრუქცია დაარღვია.

მსოფლიოში ცნობილი კომპანია „დოპელმაიერის“ მიერ 2008 წელს დამონტაჟებული საბაგირო მწყობრიდან 16 მარტს გამოვიდა და გაჩერების შემდეგ უკუსვლით და მაღალი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა. დაშავებულთა ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.