დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ერთი პირი საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. კიდევ ერთი დაშავებული კი მკურნალობის კურსს ალადაშვილის კლინიკაში გადის. მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.