კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მსახიობის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა მიაწოდა. ლევან რატიანი აცხადებს, რომ შეინიშნება დადებითი დინამიკა, გაუმჯობესებულია სუნთქვის პარამეტრებიც. კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით გუშინ გადაიყვანეს.

მოამბე

დატოვე კომენტარი