ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პირი.
ისინი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის სამივე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება.