დისკუსია ევროპაში და პუტინის მუქარა. რუსეთის პრეზიდენტის საკმაოდ მწვავე განცხადების და გაფრთხილების მიუხედავად, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის მიცემის საკითხი დღის წესრიგიდან არ იხსნება. კიევში ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გუშინდელი ვიზიტის შემდეგ, ეს თემა ღიად დარჩა, თუმცა დისკუსია გრძელდება. ოფიციალური ვაშინგტონისა და ლონდონის მოლაპარაკებების ფონზე, საკითხი აქტიურად განიხილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც, თუმცა, ევროპაში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. მითუმეტეს ვლადიმერ პუტინის ღია მუქარის ფონზე. რუსეთის პირველი პირი უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროკავშირს და ნატო-ს საპასუხო რეაქციით დაემუქრა.