მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფომ დაუფინანსა, დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების მიზნით მოეწყო. ფორუმს სახელმწიფო და კერძო კომპანიები ესწრებოდნენ. დამსაქმებლებმა 100-მდე ვაკანტური პოზიცია წარმოადგინეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან, რომლებიც კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩა.