დასაქმების პროგრამა

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში დასაქმება შესთავაზა. გოგიტა თოდრაძის თქმით, სტუდენტებს სპეციალური ტრენინგის შემდეგ, აღწერის პროცესში ინტერვიუერის პოზიციაზე ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ. სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრულია თავისუფალი გრაფიკი, ხოლო პერიოდი ორ კვირას მოიცავს. მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.