ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება ახალი უწყება, რომელიც ნოემბრიდან უმუშევარი ადამიანების დასაქმებაზე იზრუნებს. მანამდე ეს ფუნქცია უწყებაში შემავალ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა, თუმცა ამჯერად ცალკე სტრუქტურის შექმნა გადაწყდა, რომელიც სოციალურად დაუცველების გარდა ყველა მოქალაქეზე იქნება ორიენტირებული.
გეგმაშია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის გახსნილი სპეციალური ელექტრონული ბაზის გააქტიურება და უმუშევართა გადამზადება.
ახალი უწყება სამუშაო ადგილის მაძიებელსა და პოტენციურ დამსაქმებელს შორის შუამავლის როლსაც შეასრულებს.
მომავალ სააგენტოს უკვე გამოუჩნდნენ სკეპტიკოსები.