თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგიონალური დასაქმების ფორუმი გაიმართა.
შეხვედრა კოდის დევნილთა ჩასახლების სათემო ცენტრში ჩატარდა და მასში დევნილების გარდა, თეთრიწყაროს, მარნეულისა და ქვემო ქართლის ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, 500-ზე მეტი აქტიური ვაკანსია ქვემო ქართლის 15-მდე მსხვილმა დამსაქმებელმა წარმოადგინა. მსხვილმა კერძო კომპანიებმა პოტენციურ მუშახელს თავიანთი პირობები გააცნეს. ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაციის, – „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“, – ორგანიზებით გაიმართა.