ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხს განიხილავენ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე.
სიახლე სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს. პროექტის წარდგენისას კახა ბექაურმა განმარტა, რომ აღნიშნული მომხმარებლის ინტერესების დაცვას ემსახურება. მან სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის მედიისთვის საფრთხის შემცველია და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას უკავშირდება.
ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.