დარღვევები სამშენებლო ობიექტებზე

საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, შრომითი უსაფრთხოება ქვეყნის გამოწვევად რჩება.

წლის განმავლობაში შემოწმებული სამშენებლო ობიექტების დიდ ნაწილში სერიოზული დარღვევები გამოვლინდა, რის გამოც მშენებლობის პროცესი შეაჩერეს. დარღვეულ ნორმებს შორის ყველაზე ხშირად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არ გამოყენება და დამცავი ღობეების არ არსებობა ფიქსირდება. პრობლემაა სიმაღლეზე მუშაობის სტანდარტების დაცვის ნაწილშიც. უბედური შემთხვევების მძიმე სტატისტიკის ფონზე, სპეციალისტები კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ.