სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრება

ავარიულ შენობებზე ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე. აღნიშნულთან დაკავშირებით, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა უნდა იმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა ზედამხედველობა სწორად და კანონმდებლობით იყოს გაწერილი. მან მუშაობის პროცესში ჩართვისაკენ საკითხით დაინტერესებულ დეპუტატებსაც მოუწოდა. ზედამხედველობის გამკაცრების აუცილებლობაზე განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმაც.