დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა იმედგაცრუებას იწვევს“ – ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა თეთრს სახლში მედიასთან საუბარისას განაცხადა. დონალდ ტრამპმა  იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ურთიერთობებს დაარეგულირებენ, თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრია. მანამდე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მაიკ პომპეომ ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების ძიების ვალდებულების შესრულება მოსთხოვა. მოგვიანებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ტელეფონით განიხილეს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა.