დაპირისპირება მოჰყვა სარფში მიმდინარე საპროტესტო აქციას.
მოქალაქეთა ნაწილი ეკლესიის გვერდით, სამორინეს დახურვას და მის ნაცვლად, ახალგაზრდული ცენტრის დაარსებას ითხოვს.
რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები აქციის მონაწილეებთან მივიდა და დაშლა მოსთხოვა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
აქციის მოწინააღმდეგე პირებმა აქციას მართული უწოდეს. ისინი აცხადებენ, რომ ოჯახის წევრები სამორინეში არიან დასაქმებული და მათთვის მიუღებელია აქციის მონაწილეთა მოთხოვნა.
შელაპარაკების შემდეგ აქცია დაიშალა.