დისკუსია სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი დისკუსია გაიმართა. თემა გამოხატვის თავისუფლება იყო.

საუბარი ბოლო დროს ტელეეთერებიდან გახშირებულ ბილწსიტყვაობას შეეხებოდა. შეხვედრაში პარლამენტის წევრებიც მონაწილეობდნენ.

საპატრიარქოს პოზიცია მამა გიორგი ფირცხელიანმა დააფიქსირა, რომლის თქმითაც, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება დაუშვებელია და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს გამოსავლის გზებზე.