ხუთი სამხედროს დაშავებით და ხუთი მაღალჩინოსნის გათავისუფლებით დასრულდა კოჯორში მომხდარი ინციდენტი.
სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიაზე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
კონფლიქტის დროს მონაწილეებმა ცივი იარაღი გამოიყენეს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამტკიცებს, რომ სასწავლებლის ტერიტორიას თავად აკადემიის ორი ასეული უნდა იცავდეს.
სამხედროებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის მიზეზს გამოძიება ადგენს.