დაპირისპირება საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან [ვიდეო]
თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები იმართება. საოლქოებში სხდომები მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.
ინციდენტი მოხდა საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იყო მისული. ის შენობაში შესვლას ითხოვდა.
ამასთან, საჩივრების განხილვის დაწყებამდე, შენობაში შესვლა ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ამ მომენტისთვის საოლქო კომისიის შენობასთან სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებიან.
საოლქოსთან პოლიციაა მობილიზებული. შსს-ს ინფორმაციით, ადგილიდან პოლიციამ სამი პირი გაიყვანა.