დაპირისპირება პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

დაპირისპირება მოხდა პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე.

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულებს საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები კარვის აღებისკენ მოუწოდებდნენ, რასაც ინცინდენტი მოყვა.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარავი ააღებინა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას და ხანძრის გაჩენაში დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ. პროკურატურის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ჯერ არ შეხვედრიათ.