დაძაბული ვითარება სოხუმში.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციური ძალები შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს, რომელშიც გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა. აქციის მონაწილეებმა შენობის მთავარ შესასვლელში კარი და ფანჯარა შეამტვრიეს. აქციას 500-მდე ადამიანი ესწრება.
დღეს ე. წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო აფხაზეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცდილობს გაასაჩივროს არჩევნების შედეგი. დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ მან ე. წ. უზენაეს სასამართლოში სარჩელი 20 სექტემბერს შეიტანა. თუმცა, სარჩელი უარყვეს, რის შემდეგაც კვიცინიამ საკასაციო სარჩელი უზენაეს სასამართლოში წარადგინა.
დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. მეორე ტურის შედეგის მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55%- ით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.