„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული რიგგარეშე არჩევნების საკითხი კვლავ განსახილველი მთავარი თემაა. პარტიის ლიდერის გუნდი ყოფილი თავმჯდომარის მომხრეებს საკუთარი ოფისის გახსნის გამო, სეპარატიზმში ადანაშაულებს. ლევან ხაბეიშვილი ახალი პარტიის შექმნას ურჩევს ყველას, ვისაც დამოუკიდებლად მოქმედება სურს.
თავის მხრივ, მელიას თანამოაზრეები ახალ თავმჯდომარეს გასხვავებული აზრის დევნისთვის ადანაშაულებენ და არ გამორიცხავენ, რომ ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგეს.