დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის

აზიის რეგიონი ახალი სამხედრო კონფლიქტის ზღვარზეა.

რეგიონის ორ უძლიერეს სახელმწიფოს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

მიზეზი ჰიმალაის მთებში მდებარე სადავო ქაშმირის შტატში მოწყობილი თავდასხმაა, რის შემდეგაც სიტუაციის განმუხტვა ვერ ხერხდება.

ინდოეთის მთავრობა პაკისტანს თავდამსხმელების დახმარებაში სდებს ბრალს და საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება. ორივე ქვეყანამ დიპლომატები უკვე გაიწვია.

ლევან ახალაია არკვევდა, როგორც შეიძლება განვითარდეს მოვლენები ქაშმირის რეგიონში და მივა თუ არა საქმე ინდოეთისა და პაკისტანის მესამე ომამდე.