დაპირისპირება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირება მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც მუსლიმ თემს წარმოადგენს, სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, რასაც სოფლის ადგილობრივი  მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“.