გამომძიებლების დაკითხვით გაგრძელდა დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ეპიზოდის სასამართლო.
ადვოკატები პროცესზე საქმის მოწმე მ.კ.-ს დაკითხვას მოითხოვენ, მათი შეფასებით სასამართლოსთვის მას ღირებული ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. დანაშაულის დაფარვა ბრალად სულ ხუთ პირს ედება. მათგან, ორი 21 წლის ასაკს მიღწეული არ არის და მათზე საპატიმრო ღონისძიება არ გამოყენებულა. ცალკე წარმოებად გამოიყო მ.კ.-ს საქმე.