დამწვრობის გაზრდილი შემთხვევები ბავშვებში

მცირეწლოვნებს შორის მზით დამწვრობის შემთხვევები გაზრდილია.

წინა წელთან შედარებით, დამწვრობის ცენტრში მიმართვის რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ზაფხულის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში 30-მდე ბავშვს მკურნალობდნენ. ერთს რეანიმაციაც კი დასჭირდა. ექიმები მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, რომ პატარების მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა მკაცრად გააკონტროლონ. არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად, წლევანდელმა სეზონმა ვერც ლეღვის ნახარშით დამწვრობის შემთხვევების გარეშე ვერ ჩაიარა.