დამწვარი სავაჭრო ცენტრის შენობა მეპატრონეებს დაზღვეული ჰქონდათ. ქონება სამ მილიონს უტოლდება.
ბაზრობებზე სავალდებულო დაზღვევა ორ დღეში უნდა ამოქმედდეს.
მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილების თანახმად, მფლობელების მიერ მესამე პირის დაზღვევა იმოქმედებს შემდეგ ობიექტებზე: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა); ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო. ბიზნესის დაზღვევის აუცილებლობაზე საუბრობს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.